პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

სამ დღეში გაირკვევა, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს. ცხრა მოსამართლიდან მინიმუმ ექვსის თანხმობაა საჭირო, რომ საბოლოოდ დადგინდეს, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის შეუთანხმებელი ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევა. თუ მოსამართლეები მთავარი კანონის დარღვევას დაადასტურებენ, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები პარლამენტში გაგრძელდება. თუმცა, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ აქვს.

როგორია დეპუტატების პოზიციები სასამართლოს გადაწყვეტილების წინ, – თეონა მანაგაძე დეტალებით.