პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების ვადებთან დაკავშირებით საკუთარი რეგლამენტით ხელმძღვანელობს. როგორც ტურავა ამბობს, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დარბაზში გამოაცხადებს.