პრეზიდენტის იმპიჩმენტი - პოლიტიკური შეფასებები

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ძირითადი კანონი – დასკვნით სიტყვას მოსამართლეთა კოლეგია 14 ოქტომბრამდე გააცნობს საზოგადოებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პრეზიდენტს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ელოდება. განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხზე ცხრა მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი მსჯელობს.

პროცესს პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მმართველ გუნდში კი აქცენტს სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონის დარღვევაზე აკეთებენ.