პრეზიდენტის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

„დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.