პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები

საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ვიზიტსა და ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ორბელიანების სასახლეში განვითარებული პროცესები კარგად არ არის გააზრებული. მისთვის გასაკვირია რეაქციები, პიკეტირება და ახალი დაკავებები.

ამ წერილს აფასებენ უმრავლესობასა და ოპოზიციაში. მმართველი გუნდი იზიარებს პრეზიდენტის სულისკვეთებას. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვითარების განმუხტვას ორივე მხარემ ხელი თანაბრად უნდა შეუწყოს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტს კრიზისის დაძლევაში  კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია, თუმცა ის ამას არ აკეთებს.

 

დატოვე კომენტარი