პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხს წერილობით გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, რადგან ყველამ იცის, რომ შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული. ზურაბიშვილის თქმით, ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოსახსნელად ნაბიჯები ორივე მხარემ, „ქართულმა
ოცნებამ“ და სააკაშვილმა უნდა გადადგას.

როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი პრეზიდენტის განცხადებას და უნდა შეიწყალოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილმა, მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.