საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ სთავაზობს პატიმრობაში მყოფ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ისარგებლონ შეწყალების უფლებით. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრული, ძლიერი პარტია „ქართული ოცნებაა“ და სამწუხაროდ, არ არსებობს მისი ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
პრეზიდენტის შეთავაზებას უპასუხეს ოპოზიციურ პარტებში.