პრეზიდენტის განცხადება და შეფასებები

მეცნიერებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის სამიზნე.

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. ჩვენ გვაქვს ძლიერი იარაღი, რასაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია”, – ამ ფრაზის გამო ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ოპონენტების ნაწილი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. სახელმწიფოს მეთაურის განცხადებას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც. მწვავე იყო თავდაცვის მინისტრის რეაქცია. რეზონანსული გამოხმაურების და კრიტიკის ფონზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტების გაკეთება დასჭირდა.

დატოვე კომენტარი