პრეზიდენტის განცხადება და შეფასებები

გამკაცრებული გზავნილები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მმართველი პარტიის მისამართით. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის რეზონანსულ გამოსვლას ინფორმაციის ნაკლებობით ხსნის. მთავრობა და საპარლამენტო გუნდი ევროკავშირის სესხზე უარის შესახებ პრეზიდენტის მწვავე შეფასებებს ცალსახად არ იზიარებს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების დაუფიქრებელ ნაბიჯებზე და ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეზე მიანიშნა. მისი მთავარი აქცენტები საკმაოდ მწვავე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც. ამის მიუხედავად, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, ისევე როგორც იმ ოპოზიციურმა ძალებმა, რომელიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ მწვავე და შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც არ ერიდებოდნენ, ახლა რიტორიკა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საგრძნობლად შეარბილეს.

ნათია ქენქაძე არკვევდა, გაჩნდა თუ არა არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობაში ბზარი.