პრეზიდენტის განცხადება

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს ის პრობლემური მიმართულებაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლია. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის დროს გააკეთა. ვაკანტურ ადგილზე რომელიც ვახტანგ მჭედლიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გაჩნდა, ანა დოლიძე დაინიშნა. პრეზიდენტის განცხადებით მართლმსაჯულების სისტემაში ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელი ხდება საკანონმდებლო ბაზა.