პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი ათონელის რეზიდენციაში გამართა. პრეზიდენტი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის ცვლილებაზე. სალომე ზურაბიშვილმა ზეწოლად შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება და სამწუხარო უწოდა ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომელიც მისი თქმით მიღებულია ერთპიროვნულად სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებსა და საბჭოს წევრებთან კონსულტაციის გარეშე. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით რეპუტაციული ზიანი მიადგა როგორც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ისე სახელმწიფოს.