პრეზიდენტის განაწყენება და შეფასებები

რატომ არი იყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული სალომე ზურაბიშვილი. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას​ გამოხმაურებები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს და მმართველ პარტიას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ და სწორედ ამას უკავშირებენ ოპოზიციაში ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის განცხადება აბსურდულია. ქართული ოცნების წევრების განცხადებით გუშინდელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც შედიოდა საქართველოს პრემიერის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის კომპეტენციაში.

საკითხს ფინანსთა მინისტრიც გამოეხმაურა.