პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი პარლამენტში მისვლას აგვიანებს.

რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა საგაზაფხულო სესიის პირველ კვირასაა გათვალისწინებული. თუმცა მითითებული თარიღიდან თითქმის ორი თვეა უკვე გასული. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებებს არ აკეთებს. დეპუტატებს კი საკუთარი ვერსიები აქვთ. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო გამოსვლის დაგვიანება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს.