პრეზიდენტის გამოსვლა და გამოხმაურება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდნეტის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიცია სახელმწიფოს მეთაურს ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და მას მწვავედ აკრიტიკებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მინისტერიალში რუსული დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და მმართველი გუნდი საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს აუცილებლად გაივლის.