პრეზიდენტის გამოხმაურება

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. „მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებ. ჩვენი რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

დატოვე კომენტარი