პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სინოდის წევრები ეხმაურებიან

პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას, სინოდის წევრები ეხმაურებიან.

ეპისკოპოსები აბსურდულს უწოდებენ მამალაძის ძმის განცხადებას, თითქოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო. ისინი ამბობენ, რომ პირისპირ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და ილია მეორეს შორის არ შემდგარა, შეწყალების მთავრი ინიციატორი კი თავად კათოლიკოს-პატრიარქი იყო. სინოდის წევრებს უჭირთ იმის თქმა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტმა სინოდის მიმართვა. თუმცა აქვე, ბათუმელი მიტროპოლიტი დიმიტრი, თავად დეკანოზის მხრიდან საპატრიარქოს შანტაჟის მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი მამალაძე, ჯერ კიდე შარშან იმუქრებოდა პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ჩაშლით, იმ შემთხვევაში, თუ მას არ შეიწყალებდნენ.  მეუფე დიმიტრი დასძენს, რომ დაკავების შემდეგ, მან დეკანოზის შეწყალების თხოვნით მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თითქოს პირობაც მიიღო, თუმცა შეწყალების აქტი ვერ შედგა.