პრეზიდენტის ფოტოგრაფის გადაწყვეტილება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“, – წერს გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ გიორგი აბდალაძეს „მოამბის“ ჟურნალისტი ესაუბრა.