პრეზიდენტის დისკრეციული უფლება

21:15, 22.09.2019

გაპრეზიდენტებიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტს 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

ხმაურიანი შეწყალების გამო პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შეწყალებულთაგან ერთ-ერთი პოლიციელის, მეორე კი 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა მათ ციხეში დიდხანს ყოფნის საშუალება არ მისცა.

საზოგადოების აღშფოთებას პრეზიდენტი უპასუხოდ ტოვებს და პასუხად შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს, რაც რეალურად მის ვალდებულებაზე უარის თქმას ნიშნავს.

ახალი კვირა

მსგავსი