პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა

18:02, 15.01.2019

სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძე ათონელის სასახლეში მიიღო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებაც. უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში 21-23 იანვარს შედგება.

მსგავსი