პრეზიდენტის და ოპოზიციის პოზიცია ეუთო/ოდირის დასკვნაზე

მმართველი გუნდი ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას ელოდება.
წინასწარი დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინი აქვს. ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშმა მნიშვნელობა დაკარგა ოპოზიციისთვის, რომელიც ხმების მასობრივად და სისტემური სქემებით გაყალბებაზე მიუთითებს. ანალოგიურია პრეზიდენტის მიდგომაც. სალომე ზურაბიშვილი გაყალბების მთავარ მტკიცებულებას ქუჩაში ხედავს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო, ახლა აქცენტი სწორედ საპროტესტო მუხტის ზრდაზე და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე კეთდება.