პრეზიდენტის ანგარიში

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 6 თებერვალს წარდგება. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თანხმობა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მივიდეს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.