პრეზიდენტის ანგარიში

პარლამენტში საგაზაფხულო სესია სალომე ზურაბიშვილის მოსმენით გაიხსნება. ის წლიურ ანგარიშს წარადგენს. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოვლენ. რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნითი სიტყვით მიმართოს. სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.