პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის გამოკითხვა

თითქმის 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის გამოკითხვა.

ანგი ხუციშვილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში შეწყალების სკანდალურ საქმეზე დაიბარეს. ხუციშვილმა პროკურატურა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სწორედ ანგი ხუციშვილი ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც მას სალომე ზურაბიშვილისთვის შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიები შეაქვს.

რა სახით მონაწილეობდა ის შესაწყალებელ პირთა სიის შედგენაში, უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკითხზე განმარტებას არ აკეთებს.