პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება დავით გარეჯის საკითხზე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მისმა პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, გაახმოვანა. მისი თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება.