პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება

„ტვიტერის“ გვერდზე, დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე, ამერიკის პრეზიდენტის პოსტის გადაზიარება, სადაც ტრამპი, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს, სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ფაქტის დაფიქსირებისთანავე სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან პოსტი წაიშალა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე, გაზიარდა დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და „მძინარას“ უწოდებს.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „პოსტი“ წაიშალა.