პრეზიდენტი: ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი

პოლიტიკური და ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი ,– ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პასუხია გასაცემი კითხვაზე, თუ როგორ მოხდა, რომ რამდენიმე დღეში საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მივიდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღემდე მისი დუმილი არ ნიშნავს უმოქმედობას, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პირველივე დღიდან 24 საათიან რეჟიმში ადგილზე აკვირდებოდნენ მოვლენებს.