პრეზიდენტი ვაშინგტონში "ჰერითიჯ ფაუნდეიშენს" ესტუმრა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მარგველაშვილმა 

მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს შეერთებულ შტატებთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს, –  გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ჰერითიჯ ფაუნდეიშენს” ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველო -ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც მოახდენს დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას და დაეხმარება მას მიზნების მიღწევაში.

გიორგი მარგველაშვილმა რუსული აგრესიის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ აგრესიის მიუხედავად, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია სახელმწიფოს განვითარება ნატო-სა და ევროკავშირისკენ.