პრეზიდენტი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება

დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა, ყველა ჩვენგანის ვალდებულება და ამოცანაა.

საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.

მათი მდგომარეობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კულტურის დონის ყველაზე მკაფიო ანარეკლია. ამ კულტურის საფუძველი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ბუნების კანონით, თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი.

ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია,-წერს გიორგი მარგველაშვილი.