პრეზიდენტი შარლ მიშელს შეხვდა

მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook გვერდზე გავრცელდა. როგორც ინფორმაციაში აღნიშნულია, განიხილეს საქართველოში განვითარებული მოვლენები. შეხვედრას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა შარლ მიშერლიც.