პრეზიდენტი სამთო მომზადების სკოლაში 

18:41, 02.07.2025

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.

სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. პრეზიდენტმა სკოლის ისტორიის, მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა. სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა, სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს.

მსგავსი