პრეზიდენტი სამეგრელოში

პრეზიდენტის განცხადებით, ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ კულტურა და ტრადიციაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბ „ხარებაში“ სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტი კერამიკის საწარმო „ორკოლიშიც“ იმყოფებოდა. მოინახულა ასევე თხილის საწარმო „აგროჯორჯია“, რომელიც „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა.