პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს

პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდა და მესხური ყველის, „ტენილის“ წარმოებას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი ზაზა ივანიძის ბიომეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. მსგავსი შეხვედრების მიზანია, წარმატებული ოჯახების მაგალითზე, ახალგაზრდობისთვის მოტივაციის გაზრდა და სოფლის მეურნეობის საქმეში ჩართვა.

პრეზიდენტს ძველი მესხური ტრადიციული კერძებიც გააცნეს. ზურაბიშვილმა ასპინძაც მოინახულა. ყველის წარმოებას კომპანია „მზიანეთი“ კოოპერატივ „ხარებასთან“ ერთად აწარმოებს. სტუმრებმა სამსაუკუნოვანი მესხური ოდაც დაათვალიერეს.