პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდა

18:23, 05.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების – გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება მიულოცა პრეზიდენტმა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევების პირობებში ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზეც.

მსგავსი