პრეზიდენტი სააკაშვილს არ შეიწყალებს 

„არა და არასდროს“, – მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უკვე მეორედ დაფიქსირებული ამ პოზიციის გამო საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკის ობიექტი ხდება.

სალომე ზურაბიშვილისთვის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე უკვე მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი შეწყალების არც ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. განსაკუთრებით მწვავე იყო რეაქციები ექს-პრეზიდენტის თანაპარტიელების მხრიდან. თავად სააკაშვილი უკვე დღეს მხარდამჭერებს გენერალური შეტევისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

„მოქალაქეები“ ოპოზიციიდან ის ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელმაც ზურაბიშვილის განცხადება სახელმწიფოებრივ პოზიციად შეაფასა. ანალოგიურ აზრზეა მმართველი პარტიაც.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დღეს რუსთავის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მივიდა.