შეხვედრები პრეზიდენტის რეზიდენციაში

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. თუმცა ვის რაზე წარმოუდგენია ეროვნული თანხმობა, ხედვა განსხვავებულია. ორბელიანების რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან ამ წუთებში პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრა დაასრულეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.

აუდიენცია დილიდან გაიმართა ფრაქცია „ლელოს“ წევრთან, სალომე სამადაშვილთან, ასევე ანა დოლიძესთან და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძესთან. „ნაციონალური მოძრობის“ პოზიციით, შერიგება და შეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე ვერ მოხერხდება.

დატოვე კომენტარი