პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ მოხსენებას წარადგენს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები გამოვლენ. რეგლამენტის შესაბამისად, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები დღევანდელ სხდომაზე გათვალისწინებული არ არის.

ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე გაამახვილებს. მთლიანობაში ოპოზიცია პრეზიდენტისგან მკაფიო და მწვავე გზავნილებს ელის ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.