პრეზიდენტი პარლამენტში - დიპლომატიური კორპუსის შეფასება

პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე, – ასე გამოეხმაურა კარლ ჰარცელი სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას. პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც, რომელიც წლიურ ანგარიშს დაესწრო.