პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებას 6 მარტს წარუდგენს

სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

ამასთან, გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.