პრეზიდენტი ლატვიაში საქართველოს ელჩს შეხვდა

15:13, 10.08.2026

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ლატვიასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მსგავსი