პრეზიდენტი კლიმატის საკითხებზე გაერო-ს ლიდერთა სამიტზე

21:21, 11.11.2026

საქართველო წარმოდგენილია კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე.

ანკარაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი ტარდება, რომლის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები ფორუმის მთავარი თემაა – განიხილავენ, რა ნაბიჯებს დგამენ მზარდი გამოწვევების დასაძლევად პარიზის კლიმატის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოცაა. მიხეილ ყაველაშვილის გზავნილია, რომ ქვეყანა ემისიების შესამცირებლად, კლიმატური დაფინანსების გასაზრდელად და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მზადაა. იგულისხმება გლობალურ ინიციატივებში მონაწილეობაც. საკმაოდ მწვავე იყო გამოსვლაში გაერო-ს გენერალური მდივანი, რომელმაც 11 წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების წევრ ქვეყნებს პასიურობაზე მიუთითა. „პლანეტა ცხელდება, დრო იწურება – გადამწყვეტი მომენტია“ – ასე დაასრულა გუტიერეშმა მიმართვა. იყო აქცენტი კლიმატურ კრიზისზე, სათბურის აირების გაფრქვევის ისტორიულ მაქსიმუმზე და მის შესამცირებლად სასწრაფო ზომების მიღებაზე. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე გლობალური დათბობის ზღვარის გადაჭარბება გარდაუვალი იქნება.

„მოამბე“ თურქეთიდან, – თამუნა წიკლაური აშუქებს გაერო-ს სამიტს.

მსგავსი