პრეზიდენტი კლიმატის საკითხებზე გაერო-ს ლიდერთა სამიტზე
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში გრძელდება. გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ლიდერთა სამიტზე. პრეზიდენტმა ისაუბრა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკებზე, გამკლავების გზებსა და ამ კუთხით ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ყურადღება გაამახვილა მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზეც. სამიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი მართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. დღეს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტებიც შეხვედრაც, რომელზე მთავარი განხილვის თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა იქნება. სამიტის ფარგლებში პრეზიდენტს უკვე ჰქონდა შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტთანაც. გაესაუბრა ჩინეთის ვიცე პრეზიდენტ ხან ჭენგსაც, რომელიც საქართველოს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა. ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილმა ყირგიზეთისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან გასაუბრების დროსაც.