პრეზიდენტი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე
გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.