პრეზიდენტი ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში

საქართველოს პრეზიდენტმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი დაათვალიერა. პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება. როგორც „პეის ჯგუფის“ პრეზიდენტი, იოსებ დოლიძე აცხადებს, პრეზიდენტი მოხარულია ქართულ-ამერიკული პროექტის მჭიდრო ვადებში განხორციელებით და მხარს უჭერს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის სრულ ოპერირებაში შესვლას.