პრეზიდენტი: დღეს სახელმწიფო ზეიმობს სიწმინდის, ღირსების, თავმოყვარეობის სიმბოლოს

დღევანდელი თარიღის აღსანიშნად, სახელწიფო დროშის აღმართვის ცერემონია სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გორის სამხედრო აკადემიაში დროშა იუნკერებმა პრეზიდენტთან ერთად აღმართეს. ღონისძიების მონაწილეებსა და იუნკერებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა:

დღევანდელ დღეს, სახელმწიფო ზეიმობს სიწმინდის, ღირსების, თავმოყვარეობის სიმბოლოს. ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენთვის, განაცხდა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, სოხუმში დაღუპულ გურამ გაბესკირიასა და 2008 წელს მოკლულ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა.