„პრეზიდენტი“ - ჩვენება კინოცენტრის ონლაინ კინოკლუბში

შაბათს, ეროვნული კინოცენტრი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენებ ცნობილ ფილმს წარმოადგენს. ეს არის ირანელი რეჟისორის მიერ გადაღებული და საქართველოს და კიდევ სამი ქვეყნის ერთობლივი კოპროდუქცია სახელწოდებით „პრეზიდენტი“. პანდემიის გამო ფილმის ჩვენება ონლაინ კინოკლუბში იგეგმება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2014 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. კინოსურათი საქართველოშია გადაღებული და მასში მთავარ როლს მიხეილ გომიაშვილი ასრულებს. პრეზიდენტის ჩვენება შაბათს 22 საათზე კინოკლუბის „ფეისბუქ“-გვერდზე შედგება.