პრეზიდენტი ბერლინის კედელთან იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში, ბერლინის კედელთან იმყოფებოდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ბერლინის კედელი ყველასთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე ევროკავშირის წევრი გახდება.