პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის დაკომპლექტება დაიწყო.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან რამდენიმე თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილებების გამო, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გარდაუვალი იქნება.

თანამშრომლების რაოდენობა 90-ით უნდა შემცირდეს.