პრეზენტაცია ტურისტული კომპანიებისთვის

12:26, 01.04.2025

British Airways-მა ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. ახალი პირდაპირი ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი British Airways-ის რეგიონულ კომერციულ მენეჯერს შეხვდა. საუბარი შეეხო ბრიტანული ავიახაზების უახლეს პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით British Airwaysპირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

მსგავსი