პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში

მეცნიერებათა აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა მრავალტომეულის მეორე, მესამე და მეოთხე ტომების პრეზენტაცია გაიმართა.

თხზულებების პირველი წიგნი გასულ წელს გამოვიდა. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომების გამოცემა 12 ტომადაა დაგეგმილი. გამოცემებს დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც სხვადასხვა ექსპედიციის დროს არის გადაღებული და დაცულია მეცნიერის პირად არქივში.