პრეზენტაცია ლეჩხუმში

12:20, 06.09.2026

„13 ქალი, 13 ისტორია და შეუდრეკელი ძალა“ – სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გაიმართა ორი წიგნის, „მდუმარე ფრონტისა“ და „დაკარგული სინათლის“ პრეზენტაცია და ქალთა ფორუმი ლეჩხუმში, სოფელ ლარჩვალში. ღონისძიების მთავარი თემები იყო: მეხსიერება, ომის გამოცდილება, დანაკარგი, ტრავმა, გადარჩენა და ქალების როლი საზოგადოებაში.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია, ქალების გამოცდილება და პირადი ისტორიები ერთ სივრცეში არ დარჩეს და მათი ხმა ფართო საზოგადოებამაც მოისმინოს. ფორუმზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები შეიკრიბნენ, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, საქმიანობა და ხედვები საზოგადოებას გაუზიარეს

მსგავსი